სასტუმროს დაჯავშნა 


თბილისის ხედები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო ”ზფ”-ში!

     Hotel ZPსასტუმრო “ზფ” მდებარეობს თბილისის ძველ, ისტორიულ უბანში, საიდანაც რამოდენიმე წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ თბილისის ცენტრალურ მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, შარდენის და ერეკლე II ქუჩებზე, სადაც განლაგებულია ქალაქის ძირითადი ღირშესანიშნაობები, მუზეუმები, რუსთაველის და ოპერის თეატრი, რესტორნები, კაფეები, გალერეები და ა.შ

     სასტუმროდან იშლება ქალაქის ისტორიული ნაწილის მშვენიერი ხედი. სასტუმროს აივნიდან 13 ეკლესია მოსჩანს. საკმარისია 3 წუთი იმისათვის რომ მოხვდეთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ასევე მეჩეთსა და სინაგოგაში.  

     სასტუმროს მფლობელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და NBA-ს კლუბ “ატლანტა ჰოუქსის” წამყვანი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია.  

     ჩვენთან გელით თბილი და მყუდრო, ოჯახური გარემო, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მიიღოთ მაქსიმალური განტვირთვა. დატკბეთ ულამაზესი ხედებით, დააგემოვნოთ უნიკალური ქართული ღვინოები და უგემრიელესი ქართული კერძები. სასტუმროს პერსონალისგან არ მოგაკლდებათ გულისხმიერება და ღიმილი.

გელოდებით!

 
 
Hotel ZP

Created by Victory Design Group
All Rights Reserved by Hotel ZP